„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე 2020ნიუსთან საუბრობს:
– ბატონო გუბაზ, პირდაპირ გკითხავთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია?
– რა თქმა უნდა, ეს არის პილიტიკური დევნა. თუ დამნაშავეა უგულავა, აქამდე ექნათ რამე და არა ახლა. ამის მერე ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ხელს მოკიდებენ და დაიჭერენ, იქნება პოლიტიკური პატიმარი და ეს იქნება პოლიკური დევნა, მორჩა და გათვდა. თუ რამე უნდოდათ და გასარკვევი ჰქონდათ, გაერკვიათ პირველ ორ წელიწადში. როცა ყველაზე ცუდად აქვს ბატონ ბიძინას საქმე, მაშინ დაიწყო დაჭერები და გონია ვინმეს შეეშინდება?! თვითონ რომ არის მშიშარა და მხდალი, სხვაც მშიშარა ჰგონია. შიში არის მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ ვირთხის ჯიშიშის არის.
– თქვენ გიგი უგულავა მერაბ კოსტავას შეადარეთ?
– მე გიგი უგულავა მერაბ კოსტავასთვის არ შემიდარებია. მე ვთქვი, რომ დიქტარურების დროს ვიღაცას ყოველთვის აპატიმრებენ და ჩემს ბავშვობაში ასეთი იყო მერაბ კოსტავა
– ბატონო გუბაზ თქვენ ფიქრობთ, რომ დაპატიმრებები გაგრძელდება?
– რა თქმა უნდა, აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს რეჟიმი ერთს დაიჭერს თუ ასს.
კომენტარები