ტვ პირველმა 24-ე სკოლის დახურული ჯგუფის მიმოწერები მოიპოვა – დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდაფეთექებას გამიზნულად მოაწყობს, რათა დისტანციურ სწავლებას ისევ დაუბრუნდნენ:
“ხალხო, ისე მიდის საქმე, ძირითადი ნაწილი ონლაინზეა და ყოჩაღ თქვენ! ორშაბათიდან ასე მოვიქცევით —– გავაკეთებ ახალ ცხრილს, ორი პარალელისთვის და გავამსხვილებთ სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს, გადავიყვანთ მეორე ცვლაში, დილით ჩაატარებთ ონლაინებს, კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. დამთავრდება იმით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე” – წერს ჯგუფში სკოლის დირექტორის მოადგილე.
დირექტორი განმარტავს, რომ ერთი და ორი პედაგოგი რას პასუხობს, არ იცის, მაგრამ “ყველა ვარიანტში სწავლის დაწყება მოიტანს იმას, რომ კოვიდის გადადება-გადმოდება უფრო ისეთი იქნება, რაოდენობა აიწევს”
კომენტარები