ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა კორონავირუსი ხელმეორედ დაამარცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მინდა სიხარულით სავსე გულით გამცნოთ, რომ გუშინ გავიარე ტესტირება და აბსოლუტურად გამოვჯანმრთელდი! კორონავირუსის სიმპტომებიც არანაირი აღარ მაქვს! იმდენი თბილი და სიყვარულით სავსე გზავნილები და სურვილები მივიღე თქვენგან, რომ დარწმუნებული ვარ, ამის გამო გამოვჯანმრთელდი ასე მალე!
უკვე დღეს დავუბრუნდი სარეპეტიციო პროცესს ვენის ოპერაში და 21 თებერვალს ყველას შეგეძლებათ იხილოთ კარმენი სტრიმინგში!(ინფორმაციას მოგაწვდით ). უდიდესი მადლობა ყველას, ყველას! ჯანმრთელობას და სიყვარულს გისურვებთ“
კომენტარები