„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე 2020ნიუსთან საუბრობს:
– როგორც ვიცით, 20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებს. კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გათავისუფლებიდან მალევე დააკავებენ, რადგან „ოცნების“ პროკურატურაში მის წინააღმდეგ ახალი საქმე უკვე მუშავდება.
– არაფერი არაა გამორიცხული. ივანიშვილის ქმედებებში თავი უნდა დავანებოთ ლოგიკის ძებნას, მანამდე სანამდე შოკში ჩავარდნილვართ. ზუსტადაც, შოკში რომ ვიყოთ ჩავრდნილები, ამიტომ შვება ეს აკაცი ამას. არაფერი შოკში ჩასავარდნი არ არის, საქმე გვაქვს გაბოროტებულ გიჟთან, მანიაკთან, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ დაჭერებს გაარძელებს, შეიძლება პოლიტიკურ მკვლელობებზეც გადავიდეს.
– რას გულისხმობთ ბატონო გუბაზ? ანუ ვინმეს მოკლავს?
– დიახ, შეიძლება მოკლას, დიახ! ვიღაცა მოწამლოს, ავარიაში მოაყოლოს, მარტო პოლიტიკოსზე არაა საუბარი, ნებისმიერი ჩვენთაგანი. მას შეუძლია განახორციელოს ტერორი, პირდაპირი გაგებით. ამიტომ ამ შოკიდან უნდა გამოვიდეთ. დედა ეს რა ქნა, როგორ გადაგვაგდო საარჩევნო გარემოზე, როგორ დაიჭირა გიგი უგულავა, – დაიჭერს, მოკლავს, გაანადგურებს, გადაწვავს, მოსპობს ყველაფერს იზამს, ცეცხლის ალში გახვევს ქვეყანას. სწორედ ამიტომ არის ის სახიფათო და ოპოზიციამ მარტო თავის ქმედებებზე კი არ უნდა აგოს პასუხი, მაგის ქმედებეზეც ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი. სასწრაფოდ მისი იზოლაცია არის საჭირო, გადასულია სხვის დაზიანებაზეც და თვით დაზიანებაზეც. ფსიქიურად დაავადებულებს ამიტომ უკეთებენ იზოლაციას – ის არამარტო სხვისთვის არის სახიფათო, ასევე სახიფათოა საკუთარი თავისთვის.
– არჩევნების გარდა თუ არსებობს სხვა გზა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების?
– არა, ეს პრინციპული საკითხია! მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით უნდა გავუშვათ, თუ მანამდე რუსის ჯარი არ შემოიყვანა, ისე როგორც ეს ასადის რეჟიმმა გააკეთა.
– რამე ინფორმაცია გაქვთ რუსის ჯარის შემოყვანაზე?
– არა არაფერი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ ნურაფერს, ყველაფერი ცუდისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვერანაირად ვერ ვივარაუდებ ავადმყოფი ადამიანის ქმედებას. ავლიპ ზურაბიშვილიც კი ვერ გამოიცნობდა ამას, ცოცხალი რომ ყოფილიყო.
– ბრძოლა ციხიდანაც გრძელდება? უგულავა ციხიდანაც გააგრძელებს ბრძოლას, როგორ?
– რა თქმა უნდა იბრძოლებს, ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა არ ნიშნავს თავისუფლების სრულ შეზღუდვას, ეს არ იცის ივანიშვილმა. საიდან ეცოდინება – ხისთავიანია. ის ვერ გაჩერდება, აბა რა ჰგონიათ უგულავა მოიკაკვება და ჩაბარდება ბიძინას და ბოდიშებს მოიხდის?! იქიდან მოგვაწვდის ინფორმაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას. არამგონია იქ ვინმემ ცემა-ტყეპა აუტეხოს, მაგრამ მაგასაც გავიგებთ და შესაბამის ზომებსაც მივმართავთ.
კომენტარები