ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“წლების წინ ჩემს მეზობლად ერთი ოჯახი გადმოვიდა სოფლიდან პატარა შვილით, ამბობდნენ კაცის ოჯახმა ქალი არ მიიღო და გადმოსახლდნენოო, არავის იცნობდნენ, ბავშვი ბაღში ჩემს შვილთან დადიოდა და დავახლოვდით, ქმარი მალე გარდაეცვალა და დარჩა ქალი პატარა შვილით, დედაჩემი ძალიან ეხმარებოდა იმ გაჭირვების ჟამს, მეც გვერდით ვედექი პრობლემების გადალახვაში, ერთი დღე არ უმუშავია ამ ქალს, სააკაშვილის დროს ბინა დააგირავა და წავიდა ემიგრაციაში, მას მერე არ მინახვს აგერ უკვე 15 წელზე მეტია, ხოდა ახლა ხან ჩემს მტრებს უკომენტარებს სიყვარულით, ხან მამალი ნაცების კედლებზე დაეთრევა და ბიძინას წყევლის! ქალოო ან ბიძინამ რა დაგიშავა ან მიშამ რა გაგიკეთა, მთელი ცხოვრება ხელი არ გაგინძრევია, ბიზნესი წაგართვეს სამსახური თუ სახელი და ღირსება, ვაკვირდები და ასეთი შეუმდგარი, ლუზერი არსებებია გადაბოროტებული სექტანტები ! ხოდა ავდექი და დილით მივაბლოკე სამუდამოდ, ამას ჩემი ოჯახის გაკეთებული სიკეთე არ ახსოვს და ბიძინა არ კიდია?”
კომენტარები