ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
” გუშინ დიდი ჩემოდნით დავბრუნდი…
– რად გინდოდა? გვაქვს ჩემოდნები.
– რომ წავალ აქედან, შენს ჩემოდანს გამატან?
– ვერა.
– ამიტომაც მჭირდება, ჩემი…
– წასვლას აპირებ?
– რას აკეთებ იმისთვის, რომ დავრჩე?
ტირილი დაიწყო…
ჩემს გამო არ ტირის ეს იტალიელი, საკუთარ თავს დასტირის, რომ ვენანები გასაშვებად, თორემ ასეთი მცირე ხელფასით და ამდენი საქმის გასაკეთებლად, რომ გაუჭირდება ახლის მოძებნა, ამიტომ მოთქვამს…
განათლებული ხარო, გულიანად აკეთებო, მაგრამ… მაგრამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ წავსულიყავი… მისი წუწურაქობა, მხოლოდ ჩემს ხელფასში არ მდგომარეობს. გათბობას არ რთავს, ექიმთან ფულის გადახდა არ უნდა (საკუთარი ავადმყოფი ცოლისთვის), საჭმელს ყიდულობს, მხოლოდ ფასდაკლებებით და ა.შ.
კარგა ხანს ივიშვიშა და ბოლოს მითხრა:
– მანამდე რომ გეთქვა, საჭმელს აღარ შევჭამდი, მაგრამ უკვე გავაცხელე და ხომ არ გავაფუჭებ?
არ უნდა გამცინებოდა?
რა თქმა უნდა, გამეცინა…
ჭამის შემდეგ მეკითხება:
– ჩემი შვილი შეგხვდებოდა სადარბაზოში და მასაც უთხარი, რომ მიდიხარ?
– კი, ვუთხარი…
– ვაიმე, ახლა რაღა დამაძინებს, მას არ დაეძინება – ნერვიულობით.
– არ ინერვიულო, შენი ცოლი მაინც გვაფხიზლებს მთელი ღამე და არ გვძინავს…
დილამდე გამოიგლოვა, ჩემი წასვლა და დილით უფროს შვილს უთხრა, ახალი ამბავი…
მას არ გაჰკვირვებია და არც სწყენია, მხოლოდ იკითხა:
– ახლა რა უნდა ვქნა?
მე ვპასუხობ:
– ახალი უნდა მოძებნო და ვნახოთ, ვინ მოვა აქ სამუშაოდ, ამ პირობებში…
მე არცერთ ქართველს არ ვუსურვებ, აქ მუშაობის დაწყებას!
კომენტარები