სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქართველი ემიგრანტი მამაკაცი, წერს:
“ამოიგდეთ თავიდან აზრი რომ ქართველებს მუშაობა ეზარებათ და ზარმაცი ერი ვართ.
ემიგრაციაში უნდა ნახოთ ქართველები რას მუშაობენ. დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში და შეიძლება ითქვას ერთერთი მშრომელი ერი ვართ და ეს იმიტომ რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხედავს თავისი შრომის ნაყოფს, ანუ ხელფასები და გასამრჯელოებია დიდი.
აქედან გამომდინარე ზარმაცი ქართველი არ არსებობს, არსებობს სამუშაო რომელშიც ფულს არ გიხდიან ან იმაზე ცოტას გიხდიან რაც გეკუთვნის, ამიტომაც არ უნდა ადამიანს მუშაობა რადგან თავისი შრომის ნაყოფს, შემოსავალს ვერ ხედავს… აბა ამერიკელს, ან ფრანგს ან იაპონელს ან გერმანელს არ გადაუხადე იმისა რაც შრომა გასწია, ისაც აღარ იმუშავებს.”
კომენტარები