ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“როგორც ირკვევა, საოკუპაციო რეჟიმმა დღეს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავა.
სად?
გაგიკვირდებათ.
როკის გვირაბთან.
სუსმა უკვე დაადასტურა.
ძალიან უცნაური დაკავებაა. სეპარატისტების საინფორმაციო საიტებზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დევს.
პ.ს. დატყვევებული პიროვნება 21 წლის გორელი ერიკ დრულევია.
არ გაგიკვირდეთ, ხვალ ან ზეგ გავიგოთ შემდეგი ნიუსი საოკუპაციო რეჟიმისგან :
“ქართველებმა შემოაგზავნეს დივერსანტი როკის გვირაბის ასაფეთქებლად”.
წარმოგიდგენიათ, რა სასჯელი შეიძლება ელოდებოდეს საქრთველოს მოქალაქეს ამგვარი ბრალდების წარდგენისას?”
კომენტარები