„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია:
-ბადრი ესებუა ისევ თავისუფლებაზეა. ბოლო დროს, თითქოს არ ყოფილა, აღარავინ ახსენებს მას, ერთი მხოლოდ ის თქვა მინისტრმა, ზუსტად ვიცი, ქვეყანა არ დაუტოვებიაო… რას ფიქრობთ, ამ გადასახედიდან, რა შეცდომები იქნა დაშვებული?
-დიდი ალბათობით იციან, რომ ესებუა მართლაც ქვეყანაშია, იმიტომ კი არა, რომ რამე ინფორმაცია აქვთ კონკრეტული, იციან, რომ გარედან ვართ მაგრად შემოფარგლული, თუნდაც პანდემიის გამო. რუსეთში და რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა, თურქეთში ვერ გადავა, აზერბაიჯანში ვერ გადავა და სომხეთში ვერ გადავა. გადაპარვა ძალიან ძნელია მარტო კაცისთვის – თუ მოკლეს, რად უნდა ის 500 ათასი? სამწუხაროდ, მე ვთვლი, რომ მათი შესაძლებლობების ფარგლები, ამ ოპერაციაში დიდი სისუსტე გამოიჩინეს და ესებუას გაშვება იქედან, არანაირად არ შეიძლებოდა. ახლა პროცესები განვითარდა ისე, რომ არავის ცხელა ამ პრეცედენტისთვის, თორემ, თუ გახსოთ, მყისიერად გაიზარდა ქურდობები და ყაჩაღობები მაშინ, რადაგნ დაინახეს სისუსტე სამართალდამცავი სისტემის. კობა ნარჩემაშვილმა გაბედა მძიმე წლებში და გლდანის ხიდზე ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა… თუ დაიჭერენ 5-6 თვის და 1 წლის მერე, იტყვიან, ხომ ვამბობდით? სად გაიქცეოდა? ახლა როცა ვაანაზლიზებ, ვთვლი, რომ შსს-ს იმ კონკრეულ სიტუაციაში ნაკლები დანაკარგებით შეეძლებო ესებუას დაკავება და ამის არ გაკეთება იყო დიდი შეცდომა.
-ჩვენ ვნახეთ ვიდეო, როგორ მიაქვს ფული სახელმწიფოს წარმომადგენელს პირთან, რომელსაც თავადვე მოიხსენიებს ტერორისტად, როგორ იჩოქებს მის წინაშე, როგორ აძლევს ფულს – ამ ვიდეოს გავრცელება რაში აწყობდა შსს-ს? ლოგიკა რა იყო?
-არაფერი, ვიღაცამ ურჩია სრულიად არასაჭირო რაღაცა და გააკეთეს ან ეს მოთხოვნა იყო. როგორც თქვენთან ადრე ვთქვი, ის ფული რატომ არ დანომრეს და რატომ არ არის ფულის ნომრები ცნობილი? ნომრები რომ იყოს ფულის ცნობილი, რომ მომცემენ დოლარს, ჩავიხედავ და ვნახავ, ა, ეს ესებუას წაღებული ფულია? არ აკეთებენ ამას, ე,ი, მისცეს დაუნომრავი ფული და ამდენ ხანში 500 ათასს გადაცვლიდა სხვა ფულზე და წადი და ეძიე…
-ძმა დააკავეს ბადრი ესებუას და გვეუბნებიან, ძმასთან ხელყუმბარები მიჰქონდაო… რად უნდა კიდევ ყუმბარები ესებუას ვერ ხსნიან, მაგრამ უნდოდაო და ეს რომ გავიგეთ, ბადრის ძმას კი არ გავყვეით უკან, რომ ორივე აგვეყვანა ერთად, ბადრის ძმა ცალკე ავიყვანეთ და ბადრის ცალკე ვეძებთო – აქაც ვერ ვხედავ ლოგიკას.
-ჩემი კოლეგები იტყვიან, ახლა მაგისთვის ადვილია ჭკუის სწავლებაო… ადვილი არაა ჩემთვის, ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამხელა შესაძლებლობები როცა გვაქვს, დაწყებული გადაადგილების კონტროლიდან, ინფორმაციის წყაროების მობილურობით და სისწრაფით, ამდენ ხანს არ უნდა გაგეწელოს ეს სიტუაცია – პიტერ შოუს და ვიღაც-ვიღაცეეს ვეძებდით პანკისში, სადაც ცხვირის შეყოფის საშუალება ძლივს გვქონდა.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები