“ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2019 წლის განმავლობაში პარტიის ხარჯების ამსახველი ანგარიშგება წარუდგინა- ეს არის სამტომიანი დოკუმენტის შემაჯამებელი ანგარიშფაქტურა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში ქართული ოცნების მთლიანი შემოსავალი 5 506 000 ლარი იყო, ხოლო მთლიანი ხარჯები კი 8 877 000 ლარი.
პარტიის ანგარიშის მიხედვით, სარეკლამო ხარჯებზე 1 750 000 ლარი დაიხარჯა, აქედან სატელევიზიო რეკლამაზე ოცნებამ 615 723 ლარი დახარჯა, ხოლო დანარჩენი თანხა ონლაინ და გარე რეკლამებზე განაწილდა- ეს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ოცნებამ 11 კონტრაქტის ფარგლებში ჯამში 177 000 ლარი დახარჯა.
წყარო – ნიუპოსტი
როგორც ვხედავთ, შემოსავალი 5 მილიონ ნახევარი გახლდათ, ხარჯი კი 9 მილიონამდე – როგორ დახარჯა პარტიამ, ის რაც არ ჰქონია და ვინ არის პარტიის ოქროს ფონდი?
რაში იხარჯება მმართველი პარტიისთვის შეგროვებული თანხები, ისინი, ვინც მათ ფულს ურიცხავს, ბედავს გააკონტროლოს პარტიისთვის გადარიცხული თანხების ბედი?
მით უფრო რთული დასადგენია, როგორ დახარჯა პარტიამ ის, რაც არ ჰქონია – ყველაზე უკეთ ამ მილიონებზე პარტიის თავმჯდომარეს ეცოდინება!
ბატონო ბიძინა, სად იპოვეთ სამ მილიონზე მეტი? რომელ ჯიბეში? ვის ჯიბეში?
კომენტარები