„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.:
ჩემთვის წარმოუდგენელია, სად “ნაცი” და სად გმირი? ეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ლიდერი გახდა დღეს, ნიკანორ მელიაზე მაქვს საუბარი, პირდაპირ ეთერში არღვევს კანონს და ამბობს, რომ ვერ დაიჭერენ. ხომ ყველამ ვიცით რატომ აკეთებს ამას.
გირაოს გადახდაც მოუწევს და პასუხისგებაც მოუწევს. რაც არ უნდა იბაქიბუქოს, ესეც ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია. ერთი და იგივე ნარატივი აქვს ამ კაცს. აქ ვხედავდით, არ მახსოვს მელიას გამოჩენა კონსტრუქციულ დიალოგში ან წყნარ საუბარში არ არსებობს“
შეგახსენებთ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და ვერც დაიჭერენ, ისევე როგორც, თავის დროზე, ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და თქვა, რომ ვერ დაიჭერენ და არც დაუჭერიათ!
კომენტარები