ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანთან “მშვენიერი შეხვედრა” იყო.
“შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყოს სფეროდან (კულტურის) და არა და… ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია”, – განაცხადა ანანიაშვილმა “ფორმულასთან”.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ, მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.
კომენტარები