მომავალ კვირას „გირჩის“ არჩეული დეპუტატები შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ.
“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:
„ჩვენს გეგმას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113-მა დეპუტატმა რომ დაუჭიროს მხარი ამ ცვლილებებს. ახლა არის 96 ადამიანი, ჩვენი თუ შევალთ შეიძლება იყოს 100 ადამიანი, ვინაიდან „გირჩი“ 4 ადამიანით არის წარმოდგენილი. მე ვერ წარმომიდგენია, ზურაბ ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ ქართული ოცნება ამ პირობას მართლა დადებს.
ზურაბ ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი. თუ ეს პირობა იდება, ზურაბ ჯაფარიძეს მორალურად ევალება, შემოვიდეს. მან თქვა, ეს არის მარსზე ნაკვეთიო. თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს“
კომენტარები