თუ ”ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით დაეთანხმება, ის ნებისმიერი ფორმით ეცდება დანარჩენი ოპოზიციის დარწმუნებას, რომ შევიდნენ პარლამენტში. ამის შესახებ, პარტია ”გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია:
”გვითხრას ”ქართულმა ოცნებამ”, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმება. თუ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვიზე რა გაჭრის”.
კომენტარები