იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ქართველებისა და უკრაინელებისგან შემდგარი ორი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს.
შესაბამის ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ოპერაცია იტალიის რამდენიმე რეგიონში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდა.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გაცემულია 62 პირის დაკვების ორდერი.
გამოძიების ცნობით, დაჯგუფებების წევრები ჩრდილოეთ იტალიაში საცხოვრებელი ბინების გატეხვასა და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილები.
როგორც იტალიური პრესა წერს, ბინების გაქურდვა ხდებოდა „ქართული მეთოდით, რაც გულისხმობს კარის საკეტის გატეხვას სპეციალური ინსტრუმენტებით გატეხვის ხილული კვალის დატოვების გარეშე“.
ოპერაცია, რომელშიც რეჯო-ემილიის რეგიონული პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა, იტალიის ცენტრალურ ოპერატიულ სამსახურსა და პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარდა.
კომენტარები