სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთჯერად ხელთათმანებზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 7 800 000 ლარია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
ტენდერები 21 იანვარს გამოცხადდა, 27 იანვარს დაიწყო საბუთების მიღება და 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა – კომპანია “გეფა”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა.
1 600 000-იანი და 1 000 000-იანი ტენდერების მიზნობრიობა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთჯერადი ხელთათმანების შესყიდვაა – ჯამში ხელთათმანებს 550 საბიუჯეტო ორგანიზაციას გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიას შესყიდვებიდან 10 წყვილი ხელთათმანი ერგება.
ამჟამად ორივე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სატენდერო პირობებში იყო ერთი პუნქტი. კერძოდ, კომპანიას 2021 წელს სახელმწიფოსთვის ერთჯერადად მიწოდებული უნდა ქონოდა 1 300 000 ლარზე მეტი შესყიდვის ღირებულების პროდუქტი
რაც შეეხება ერთეულების ფასებს, ის საშუალოდ ასე გამოიყურება:
ვინილის ხელთათმანი – 0,40
ხელთათმანი ლატექსის არასტერილური – 0,69
ხელთათმანი ლატექსის სტერილური – 0,69
ხელთათმანი ნიტრილის – 0,65
“ალია” აქვე გეტყვით იმასაც, რომ გარდა სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ტენდერებისა, “გეფამ” მოიგო და იგებს პენიტენციური, თავდაცვის სამინისტროს ამირან გამყრელიძის უწყების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ტენდერებიც.
მაგალითად, 2021 წელს, იგი უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ბოტულიზზმის საწინააღმდეგო შრატების მიმწოდებელი, თავდაცვის სამინისტროს კი, მენინგიტის საპროფილაქტიკო ვაქცინას მიაწვდის.
კომენტარები