მომღერალი მერაბ სეფაშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშნვას ეხმაურება და აცხადებს:
“პიროვნებას გააჩნია რის გამკეთებელია, მე ამ გოგოს არ ვიცნობ. ამ კულტურის სფეროს თუ რამე უშველის, ვერ გეტყვით. ძალიან სუსტი მთავრობაა და წულუკიანი რას უშველის კულტურას? ვერაფერს უშველის. ზოგადად, ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ კულტურის სფეროზე ლაპარაკი ადრეა, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად დაღუპულია. მე არ მეხება, ჩემს სფეროს არ ეხება. ეს ეხება თეატრებს და ა.შ. შეიძლება, რაღაც მოაბას თავი. დაბნეული ვარ, რატომ ეს არჩევანი – საიდან სად? იუსტიციის მინისტრობიდან რა შუაშია? გამოდიან და ზღაპრებს ყვებიან, კულტურის სფეროდან არ უნდა იყოსო – აბა, მთვარიდან ხომ არ იქნება კულტურის მინისტრი?”
კომენტარები