ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ ხვალინდელ სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებას საკითხი არ განიხილება.
„ვინ ბედავს ამის ლაპარაკს, ვინმე აპირებს პატრიარქის გადაყენებას. მინდა გითხრათ, რომ ხალხს გული უსკდება ეგეთ რაღაცეებზე, მარტო საქართველოში კი არა. მთელი მსოფლიოდან მწერენ წერილებს.
ეს არის უმსგავსობა, ვინც არ უნდა გაავრცელოს. კიდევ ერთ ტელევიზიაში რომ ვიკითხე ვინ-თქო, რა მიპასუხეს იცით? მითხრეს, რომ ეს არის პრევენციული განცხადება, თვითონ ექსპერტების მხრიდან.
პრევენცია ხომ იცით რასაც ნიშნავს, აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ, აგვცრეს ანუ მღვდელმთავრები. ჩვენ პატრიარქის გადაყენებაზე არავითარი აცრა არ გვჭირდება. მე სანამ ცოცხალი ვარ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერავინ ვერ გაბედავს პატრიარქის გადაყენებას და თვითონ თუ გადაწყვიტავს, რომ გადადგეს მე ფეხებში ჩავუვარდები და ვთხოვ, რომ არ გააკეთოს.
ვიღაცამ თქვა და მერე აიტაცა ყველა ტელევიზიამ. დიდი ბოდიში და სისულელეს ლაპარაკობს ბევრი ტელევიზია. ჯვარი წერია აქაურობას ვერც ერთი მათგანი ვინც ეს თქვა ამას ვერ მოესწრება ვერასოდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კომენტარები