“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მედიასთან საუბრისას, ტვ “იმედის” ჟურნალისტის რამდენიმე შეკითხვას კითხვითვე უპასუხა.
ტვ “იმედის” ჟურნალისტი:
“ჩნდება განცდა რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობა გაქვს და პირდაპირ ეთერში ოპოზიციის ლიდერები დაკითხვის რეჟიმში არიან…
ამჟამად კითხვას მე ვსვამ, მეც ჟურნალისტი ვარ… მწვავე პოზიცია გაქვთ ოპოზიციის ლიდერების მიმართ თქვენ პირადად… ლიდერებს პატიჟებთ გადაცემაში და პირდაპირ ეთერში მწვავე კითხვები გაქვთ და საბოოო ჯამში განსხვავებული აზრის მიუღებლობის განცდა რჩება… აგრესიული კითხვებით… საზოგადოებას უჩნდება ეს განცდა, რომელიც თქვენ გიყურებთ…
ნიკა გვარამია:
“მე ასეთი გადაცემა მაქვს, ასეთი სტილი მაქვს, ვისაც უნდა, მოდის… მწვავე შეკითხვები მიუღებლობას არ ნიშნავს, ჩემთან თქმა მაინც შეუძლიათ და თქვენთან ვერც იტყვიან, იმიტომ რომ არც უშვებთ შენობაში.
თქვენ კითხულობთ ამას, ტელეკომპანია “იმედი”? თქვენ ეთერში ოპოზიციის ლიდერები გინდ დაკითხის და გინდ მოფერების რეჟიმში, არიან საერთოდ? აი, ჩემ ამ შეკითხვას გაუშვებთ ახლა ეთერში? არ გაწუხებთ, ოპოზიციის ლიდერებს საერთოდ რომ არ უშვებთ ეთერში?”
შეგახსენებთ, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ვიდეოს “მთავარი არხი” ავრცელებს
კომენტარები