ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე, სოციალურ ქსელში, დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება:
“რუკებით არც არასდროს გადაწყვეტილა რამე, არც გადაწყდება. ყველაფერს წყვეტს პოლიტიკური წონადობა.
ნუ დახოცავთ ტყუილად ერთმანეთს, ვიდრე ერს აქვს შინაგანი პოტენცია-თავის წიაღში შვას ბოლშევიკები (განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში), ფორმულა “სადაო ტერიტორია” არის შესაძლებლობის მაქსიმუმი, მოგვიანებით სხვა თაობები გადაწყვეტენ სახელმწიფოს მომავალს.
როგორც ნათქვამია: “უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას”
დამშვიდდით, მოდუნდით…”
კომენტარებში, მირიანი წერს:
“ცოტა დრამატულად გამომდის, მაგრამ მივეჩვიე, რომ ჩვენი თაობა არ არის სათანადო პოტენციის მატარებელი. მთელი ჩემი შინაგანი აქცენტი მომავალ თაობაზეა. აქედან კი იწყება ტრაგიზმი, რადგან არაფერი არ კეთდება მათი სწორი ფორმირებისათვის, აქეთ გლობალიზაციის გადაულახავი კანონზომიერებები და ბოლოს ასკვნი, რომ შენი საზღვარი “ჩიჩხიტურზე” კი არ გადის, უბრალოდ არსად არ გადის, სჯობს, იმაზე იფიქრო – საქართველოს რუკა ვინმემ შეინახოს, როცა გავქრებით ჩვენივე უნიათობით, გადმოცემით მაინც ეცოდინება ვინმეს…”
კომენტარები