იურისტი გიორგი ჩიტიძე, რომელიც საკუნსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში, ეხმაურება:
“საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, ქვეყანაში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვები, კომენდანტის ჩათვლით, ძალიანაც კონსტიტუციურიაო.
აკეთოს მთავრობამ, რა არ მოგწონთო?
გიორგი კვერენჩხილაძემ დაწერა განსხვავებული აზრი და პატივისცემა მას.
მარტო ის ყოფილა პრობლემა, რომ შრომის უფლებები ორგანული კანონით არ იზღუდებაო (კონსტიტუცია იმპერატიულად მოითხოვს და რა უნდა ექნათ).
ასე რომ, წერე და იკითხე. რა შემადგენლობა და კოლეგიაა, კი ნახავთ თქვენც. P.S. დეტალურად ახლა ვკითხულობ, ჯერ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.”
კომენტარები