პედაგოგი, ია ძირკვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი მოსწავლე მყავს, როგორც კი გაკვეთილის თეორიულ ნაწილზე გადავალ, შემომანათებს თვალებს და აჭრიჭინდება, “მაას, შეიძლება მე თან ვხატო და თან გისმინოთ?” მე, რა თქმა უნდა, ვთანხმდები.
დღეს აწრიალდა, აცქმუტდა, შეიშმუშნა და შემაპარა:
“მაას, შეიძლება მე თან ვირბინო და თან მოგისმინოთ?”
კომენტარები