ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი, ტვ პირველის ეთერში იმ თემებზე საუბრობს, რა თემებიც სინოდის სხდომამ განიხილა და ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სინოდის სხდომაზე მართლაც ამხილეს ორი სასულიერო პირი სოდომურ ცოდვაში:
“ძალიან შეხუხებული ვარ და მიჭირს ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრა, მაგრამ ეს ადამიანები ერთი და ორი შეგონებით, როგორც მისმა მღვდელმთავარმა გააფრთხილა ისინი… თუ მაინც არ იშლიან იძულებული ვხვდებით მივიღოთ მკაცრი ზომები – შეიძლება ეს საკითხი განკვეთამდე მივიდეს… ჯერ არ მოუკვეთიათ, მაგრამ კომისია შეისწავლის ამ საკითხებს. ერთია ბრალდება და მეორეა – რომ დაუმტკიცო, თუ ეს დამკიცდება, ზედმეტი ხორცმეტი, რომელიც მოსაკვეთია, უნდა მოიკვეთოს. ეს არის საზიზღარი ცოდვა, სოდომური ცოდვა გასაგებია, ხო რა არის და ისეთი საზიზღარი ცოდვაა ყველასათვის… ბიბლიაში პირდაპირ არის საუბარი, რომ სოდომ-გომორი უფალმა ცეცხლით დაწვა და გაანადგურა…”
ინგა გრიგოლია ჩაეკითხა, საერთოდ ამბობს, თუ ეკლესიაში, რადგან, თუ საერთოდ ამბობს, ჰომოფობიურ განცხადებად შეიძლება იყოს აღქმული.
მეუფე ვახტანგი:
“ეკლესიაზე მაქვს საუბარი, ეკლესიაში არ უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს…”
მეუფე ვახტანგი საუბრობს პეტრე ცაავაზეც:
“მასზეა ბევრი რამ დამოკიდებული. მისი განცხადებები, მიუღებელია ჩემთვის. ასეთი საკითხები ძალიან მძიმეა და არარაობისაგან გაქცია კაცად, ამხელა ხარისხი მოგენიჭა მისი უწმინდესობის მადლით და ასეთი რამ არ უნდა აკადრო ერის სულიერ მამას. ყველა ქართელისთის პატრიარქი წმინდაა და ხელშეუხებელი.
ერთადერთი ავტორიტეტი ქვეყანაში თუ ვინმეა – პატრიარქია. რაც შეეხება პეტრე ცაავას, როდესაც ამ ზომამდე მივიდა ეს ყველაფერი, ამისი გამოკეთება… ძალიან რთული საკითხია და შეუძლებელიც შეიძლება იყოს… შეიქმნება კომისია, იქნება 12 მღვდელმთავარი და პეტრეს შეხვდებიან, შედგება დიალოგი. თუ რამე განაჩენი იქნება, თავად გამოუტანს თავის თავს განაჩენს.”
კომენტარები