ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტზე, მეუფე პეტრეზე საუბრისას აცხადებს:
“მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით რა, მაგან გუშინ, საბოლოოდ, თავის თავს განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე, მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვინც მაგის ხელშემწყობი”
სინოდის განჩინება დღეს უნდა გამოცხადდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, სინოდმა მეუფე პეტრე ეკლესიიდან განკვეთოს.
კომენტარები