თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ენმ”-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “რაღაცას წვალობს ბატონი მელია – როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა, უნდა თუ არა, რომ გადაიხადოს გირაო”
“გვარს არა აქვს მნიშვნელობა – იქნება მელია, თუ სხვა გვარის წარმომადგენელი… ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც კანონებით იმართება. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, ვინც აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პასუხი არის ძალიან მარტივი: – სახელმწიფო კანონების შესაბამისად მოქმედებს.
ყოვლად მიუღებელია უტიფარი განცხადებები, რომელიც ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ“
კომენტარები