დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
,,ქუთასში არის საშაურმე, სადაც 20 ლარიან შაურმას თუ შეჭამ ნახევარ საათში მთლიანად, ფულს გიბრუნებენ უკან. ჰოდა, ხალხი მიდის და წიხლით იტენის პირში ამ უზარმაზარ და მძიმე საკვებს. ოღონდ 20 ლარს გამორჩნენ და ჯანმრთელობას ვინ ჩივის; თუნდაც იქვე დააკვდნენ მაგიდას და დაინგრიონ ჯანმრთელობა, მაინც წიხლით იტენიან პირში, თან ,,საძმაკაცოსთან” მარიაჟობენ: – ნახე შეჩემა, რა ქაჯი ვარ, ამხელა შაურმა შევჭამეო. ეამაყებათ კიდეც, რომ მაქსიმუმ 50 წლის ასაკამდე მიაღწევენ. მაინც ყველაზე კომიკური ის არის, რომ ქალებიც იტენიან პირში.
თუ გინდა, კარგად გაიგო ქართველის ბუნება, უბრალოდ უნდა დაჯდე და მშვიდად უყურო, იქ რა ხდება და რას აკეთებს ხალხი 20 ლარის სანაცვლოდ”.
კომენტარები