გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი გადაცემები გავიდა, სადაც პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჩვენს პატრიარქზე და ეკლესიაზე, ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფოს და ჩვენი ეკლესიის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ეს არის თქვენი იდეოლოგიის ბრალი. თქვენი არა, ამ შემთხვევაში იმ ტელევიზიის, იმ დამფინანსებლების და იმ მთავარი იდეოლოგების, რომლებიც ამ ტელევიზიის უკან დგანან. თქვენი ტელევიზია ფინანსდება პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ მიერ და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის ანტისახელმწიფოებრივი“ – უთხრა ღარიბაშვილმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს.
კომენტარები