ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც ენას და არ უნდა დააკნინო ის, როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, ენას და სარწმუნოებას.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ დადო ძალიან კარგი ფეისბუქ პოსტი, სადაც ახსნა, როგორ ებრძვიან მამულს, ენას და სარწმუნოებას. მამულთან დაკავშირებით, ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი და ამის არგუმენტებისთვის გარეჯის საქმეც კი საკმარისია.
არსებობს კონკრეტული რუკები, რომელი ტერიტორია შეიძლება იყოს ის ტერიტორია, სადაც სხვა სახელმწიფომ პრეტენზია ვერ უნდა განაცხადოს, ანუ რომელი ტერიტორიაა ჩვენი მტკიცებულებებით და რომელზე ახმოვანებენ სხვაგვარ მესიჯებს. ენასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, ყველაზე მეტად რაც აკნინებს – დაუფარავი ბილწსიტყვაობა, როგორ ებრძვიან დაუფარავად ენას, სარწმუნებას და ეკლესიას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება და ხშირ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროდ, ეს ხდება კონკრეტული სიუჟეტების სახით. ჩვენი ოპონენტები ამასაც არ ერიდებიან. აქედან გამომდინარე, უკვე ყველაფერი ნათელია. ეს არის მთავარი მორალური სტანდარტი, რომ არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც შენ ენას და არ უნდა დააკნინო ის, როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, შენს ენას და სარწმუნოებას“
კომენტარები