2008 წლის 8 მაისს, თბილისში, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე, გიგი უგულავას დაჭერის ფაქტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ რომ უგულავას შვილზე ყრიდნენ ცრემლებს, 38 თვით საპატომროში გაშვების წინ, ერთი ამ ლამაზი ბიჭის შვილებს ჰკითხოს ვინმემ, გიორგი გამცემლიძე სად არის?საააააად…? რადენი თვის მერე მოვა? გამეცით პასუხი, სად ეგდო მაშინ გვარამია, რატომ არ დაინტერესდა, გიორგის შვილები უმამოდ როგორ არიან?…
და თქვენ ისევ მოსვლას აანონსებთ ხელისუფლებაშიიიი? ვერ მოხვალთ ვერა… დიახ, დიახ … დამიბრუნეთ სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში დადიოდა, სიხარული და ღიმილი დაჰქონდა თან… დიახ, დიახ… სიცოცხლეა ბაზისი იმისა, რაც ადამინს ასულდგმულებს, დიახ, დიახ! სიცოცხლეა ის, რაც უფალმა გვიბოძა… და ის … მე შენ წამართვიი… ესეიგი, უფალს შექმნილი დაუწუნეე? უფალი ხომ ზეცაშია და დაგვყურებს, გაკვირდება, კიდევ რას გააფუჭებთ, დიახ, დიახ… რას გააფუჭებ… და რაა, არ გიფიქრია ამაზეე, უფალმა ადამიანი ხომ ფიქრისათვის გააჩინა… მეტი რა უნდა დამიშავოთ, შვილი მომიკალით და მეც შეგაკვდებით, თუ ეს საჭირო გახდება… ნაცხროვა და მისი ანასხლეტები, ვერასდროს ვეღარ ეღირსებით ვერაფერს ამ ქვეყანაში და იმ ქვეყანაში კი, იხარშება კუპრი თქვენთვის…“
კომენტარები