შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა ფარული სატელეფონო საუბარი, სადაც ისმის, თუ როგორ საუბრობენ ე.წ. კანონიერ ქურდთან უკვე შეთანხმებული თანხის გადახდაზე.
“შენ რა გინდა, ძმა, “რამკებშია” ფული, ქურდი უცდის მაგ ფულს – იცი, თან…
მართალია, შსს და რიგი მედიებისა ამტკიცებენ, რომ შსს-მ მოქალაქე გადაარჩინა და მოქალაქეს ფულს “აწერდნენ” – მაგრამ, ფაქტი ჯიუტია, ე.წ. მოქალაქეც, ცოტა არ იყოს, “რამკებში” საუბრობს და ცოტა არ იყოს, შეთანხმებულია უკვე ე.წ. ქურდთან – “ქურდულად ვცხოვრობ, ძმა” – პასუხობს “ბურდღუნიჩის” მეგობარს!
მთავარ კითხვას, როგორ ახორციელებდა ე.წ. კანონიერი ქურდი ამდენ ზარს, როგორ ახერხებდა 6 ადამიანთან და ე.წ. მოქალაქეებთან კონტაქტს, ვის შეჰქონდა მასთან ინფორმაციები – პასუხი გაცემული არ არის.
კომენტარები