ქობულეთში, 14 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულმა ბაბუამ შვილიშვილზე განხორციელებული ძალადობა აღიარა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
საგამოძიებო უწყებამ დაკავებულს ბრალად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარუდგინა:
სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
კომენტარები