საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალებაზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი საქართველოში არსებულ გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის სტერეოტიპებზე მიუთითებს.
გაეროს განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმეებზე სპეციალიზირებული პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ. ჯგუფი წერს, რომ უნდა შეიცვალოს სოციალური ნორმები და დამოკიდებულებები, რომლის მიხედვითაც საზოგადოება მხარს უჭერს ქალებზე სექსუალურ ძალადობასა და გოგონების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებულს ადანაშაულებენ.
“დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, ტრაგედიის გამეორების თავიდან ასაცილებლად და ქალისა და ადამიანის უფლებების სრულად დასაცავად ყველა დროსა და სიტუაციაში. ქალებს აქვთ უფლება განათლების და აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება მათ აწმყოსა და მომავალზე” – ნათქვამია განცხადებაში
ჯგუფი რეკომენდაციას გასცემს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული სერვისის შექმნაზე, რომელიც ბავშვების ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
გაერო მზაობას გამოთქვამს, სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და უფლებადამცველებთან.
კომენტარები