ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“20 ივნისს, გავრილოვის დილიდან დაწყებული, გავრილოვის ღამით და 21 ივნისის დილის ჩათვლით, მე და ჩემი მეგობრები ვიყავით იქ, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად გულწრფელმა და ლეგიტიმურმა რისხვამ გამოიყვანა.
ბუნებრივია, ნიკა მელია და სხვა დანარჩენი ოპოზიციონერებიც იქ იყვნენ.
დანარჩენი იქ მდგომი და გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაბრძანების გამპროტესტებლებისგან ნიკა მელია მხოლოდ თავისი სტატუსით განსხვავდებოდა.
მას არაფერი ისეთი გაუკეთებია, რაც მე, ან სხვა დანარჩენ მომიტინგეებს არ ჩაგვიდენია.
რატომ სჯიან ნიკა მელიას?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ეს არის პოლიტიკური დევნა და საზოგადოების დანარჩენი უკმაყოფილო და ოპოზიციურად განწყობილი, აქტიური ნაწილის დაშინების სცენარი.
დარწმუნებული ვარ, ქოც-პარლამენტი მას იმუნიტეტს მოუხსნის და შემდეგ კი აამოქმედებს თავის სადამსჯელო მანქანას.
ზუსტად იგივე წარმატებით, მომავალში ქოც-მთავრობა იგივე სპეც ოპერაციას ჩაგვიტარებს ნებისმიერს, ვის დასჯასაც მიზანშეწონილად ჩათვლის.
დღეს, ქოც-მთავრობა კანონს უკანონობის ჩასადენად იყენებს.
მის ამ ქმედებებს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, ისევე როგორც გავრილოვის ღამე გამოსულ დემონსტრანტებს და გამოთქმულ პროტესტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებასთან.
ნიკა მელიას დაპატიმრებას დღეს თუ მშვიდად და მხოლოდ ფეისბუკის საშუალებით მივადევნებთ თვალყურს, ხვალ ქოცების სადამსჯელო მექანიზმი ჩვენს საწინააღმდეგოდ ამოქმედდება.
კომენტარები