ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ მას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა ტიპის დერეფნებთან დაკავშირებით.
„ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ გახარიასთანტრანსპორტირების ამ სხვა და სხვა ტიპის დერეფნებთან დაკავშირებით. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია დიდი კასპიის რეგიონისთვის, რადგან, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფო, ევროპის კარიბჭეს წარმოადგენს საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებისთვის და პირიქით. საქართველო ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული, როგორც ევროკავშირთან ისე ჩინეთთან“,- აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
ასევე მეთიუ ბრაიზას თქმით, აზერბაიჯანი-საქართველოს დერეფანი სწორედ ის არის, რასაც ის თავად უჭერდა მხარს.
„აზერბაიჯანი-საქართველოს დერეფანი სწორედ ის არის, რასაც მე, ჩემი ამერიკის მთავრობაში ოფიციალური მოღვაწეობის ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, აქტიურად ვუჭერდი მხარს. იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე მე ვასრულებდი ამ მოვალეობას, როგორც პრეზიდენტ კლინტონის მიერ ჩემზე დაკისრებული ვალდებულებას, მე ვიგრძენი პირადი, ღრმა ბმა ამ დერეფანთან. ეს იმით იყო განპირობებული, რომ დერეფანი კომერციულად მიმზიდველია კერძო ნავთოვბ-კომპანიებისთვის, ეხმარება საქართველოსა და აზერბაიჯანს, უზრუნველყონ მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ასევე თანამშრომლობის იმ მოდელის სტიმულირებას ახდენს, რომელიც აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და მეგობრების სტრატეგიულ ინტერესებს პასუხობს“,- ამბობს ბრაიზა.
მისი თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი შესაძლოა გაიზარდოს, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტის თვალსაზრისით, რომელსაც დიდი კასპიის რეგიონში მოიპოვებენ.
„საქართველო-აზერბაიჯანის დერეფანი, სავარაუდოდ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს“
კომენტარები