ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ოცნების დეპუტატ ანრი ოხანშვილსა და ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს შორის ცხარე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ქართული ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის გაღიზიანება ჩიხლაძის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელიც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის?”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატმა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის ობიეატურობაზეც დასვა კითხვის ნიშანი.
“თქვენ დაბადებული არ იყავით, მე რომ ვმაუწყებლობდი” – მიმართა ტრაპაიძემ ოხანაშვილს და შესახსენა, რომ ის და მისი კოლეგები 7 ნოემბერსაც მაუწყებლობდნენ.
პრინციპში, თუ კარგად დაფიქრდება, ოხანაშვილი ახლაც “სცემეს” – წავიდეს ახლა ისევ და იჩივლოს!
სიტყვით “ცემას” მეტი ძალა აქვს, ბატონო!
ალია
კომენტარები