“ალიას” მოგვაწოდეს ვიდეოები და ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მანქანები ვერ ახერხებენ მოძრაობას, გზა ან გაუწმენდავია, ან სანახევროდ გაწმენდილი.
მოქალაქემ, რომელმაც ვიდეო და ფოტოები მოგვაწოდა, გვითხრა, რომ სამ საათზე მეტი დრო დასჭირდა თბილისში ჩამოსასვლელად წყნეთიდან, ამ სამსაათნახევარში საპატრულო პოლიციის ერთი მანქანა შეხვდა, ერთი თოვლის გამწმენდი მანქანა, რომელიც თავადაც საცობში იდგა, მოქალაქეს რომ არ გაეტარებია და არ შეხვედრია არც ერთ მონაკვეთზე სპეციალური სამსახური, რომელიც გზაზე მარილს დაყრიდა.
“ავტობუსები გაჩერებული იყო, ადამიანები ხედავთ, ფეხით მოდიან, ტაქსების ნაწილი ვერ მოძრაობდა და იდგნენ… ერთადერთი მონაკვეთი იყო გაწმენდილი კოჯრის სამხედრო ბაზასთან და ეგ იყო. პოლიციის ერთი ეკიპაჟი შეგვხვდა, რომელმაც უბრალოდ ჩაგვიარა, თოვლის მწმენდავი მანქანა, მხოლოდ 1 შეგვხვდა და ისიც რომ არ გაგვეტარებია, იდგებოდა საცობში… არ ვიცი, რატომ შევხვდით ასე მოუმზადებელი თოვლს, მაშინ, როცა რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, რომ ამინდის გაუარესებს ველოდით… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და კარგი, არ წავიდეთ სამსახურებში, ან პროდუქტი არ უნდა ხალხს, ან ვინმეს ექიმი რომ დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება როგორ უნდა მიიღოს?”
კომენტარები