„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა:
„დღეს ასეთი დრო არის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე. სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მას შესთავაზებს ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში. არ ვიცით რა მოხდება. შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მათ შორის ნიკა მელიას დაპატიმრებაც. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ უკანონო სამართალს შევეგუოთ, ამ არაფორმალურ მართთველობას, ავტორიტარულ სახელმწიფოს შევეგუოთ. დიახ, ვიქნებით აქ. ფიზიკურად გადაგვიარონ და ის 88 დეპუტატი „ქართული იცნების“, ვინც გუშინ მწვანე შუქი აუნთო და საერთოდ საქართველოს პარლამენტმა ორჯერ დაიჭირა ნიკა მელია, უპასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ იმაზე, რაც აქ მოხდება. მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მიმართ. აი, აქ ვიდგები და ფიზიკურად გადამიაროს პოლიციამ“
კომენტარები