საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას პასუხობს:
„მე თავი არსად მიდრუზია, სადაც გადავწყვიტე შესვლა იქ შევედი, „ნაციონალებიდან“ იყო შემოთავაზება, რომ გამსვლელ სიაში ჩავეწერე და მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვუთხარი ნიკას. ვუთხარი, ნიკა, ჩემო კარგო, მე „ნაციონალებთან“ ვერ შემოვალ და კარგად ბრძანდებოდეთ, დავემშვიდობე. ორჯერ დამიჭირეს „ნაციონალებმა“. დიდი განსხვავებაა მე სადაც ვარ იმ პარტიას და ნიკა სადაც იმყოფება, იმ პარტიას შორის,”
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე “ნაიონალური მოძრაობიდან” აპირებდა კენჭისყრას, თუმცა “დრუზა” თავი და “ოცნებიდან” იყარა კენჭი”. ნიკა მელიამ ისიც განაცხადა, რომ გუშინწინ ვასილ ჩიგოგიძემ დაურეკა და უთხრა, რომ მხარს არ დაუჭერდა მისთვის მანდატის მოხსნას, თუმცა მეორე დღეს ღილაკს თითი მიაჭირა. ვასილ ჩიგოგიძესთან საუბარი და კომუნიკაცია დაადასტურა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც.
კომენტარები