ევროპარლამენტის წევრი, რასა იუკნიავიჩინე ბრიუსელიდან კომენტარს აკეთებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე, რომელიც ძალზე გამწვავდა ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ.
„არსებობს შეშფოთება, იმედგაცრუება. მე პირადად მიჩნდება კითხვა, აღელვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა და არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებები. მისი ბოლო ნაბიჯი პროვოკაციული იყო. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტს დეტალურად შევისწავლით, მაგრამ როგორც ჩანს, სასამართლოს იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ამას არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან და არც კანონის უზენაესობასთან.
ვითარება ისეთი ცუდი არ იყო, როგორიც ახლა ჩანს. დიახ, ვშიშობ, რომ ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები დააზიანებს საქართველოს იმიჯს. ჩვენ ნაწყენი ვართ. როგორც საქართველოს მეგობრები კარგ ამბებს ველოდით. ცუდი ამბები მხოლოდ თქვენს დიდ მეზობელს ახარებს“ ,- ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა ევროპარლამენტარმა იუკნიავიჩინემ.
კომენტარები