რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რუსთავში მოთოვა.
რუსთაველები ქუჩაში შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ გამოსულები.
ნაწილმა იაღლუჯის მთას მიაშურა, სადაც ქალაქთან შედარებით უფრო ინტესიურად თოვდა და შესაბამისად უფრო დიდი თოვლიც იდო.
მთაზე ავტომობილებისა და ხალხის სიმრავლე შეინიშნებოდა. მოუწესრიგებელი გზის გამო ჯვარზე ასვლა ავტომობილების ნაწილს გაუჭირდა, სწორედ ამიტომ გაჩერება მთის ფერდობზე მოუწიათ.
ვიდეოს და ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
კომენტარები