არსებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, იმის მიხედვით, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. ეს არის თავდაცვის მინისტრი, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამა პასუხობდეს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობიდან რამდენიმე მინისტრი უარს ამბობს ღარიბაშვილთან მუშაობაზე.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული.
კომენტარები