„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება კოჰაბიტაცია იმიტომ, რომ ჯალათებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი „პოსტ ტვ-ის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ განაცხადა:
„ორ კვირაში მოხდება ბატონი ირაკლის კანდიდატურის დამტკიცება და მე ვფიქრობ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება კოჰაბიტაცია იმიტომ, რომ ჯალათებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება.
აქედან გამომდინარე, ადამიანებს მიეცათ იმის იმედი, რომ ირაკლის პრინციპულობა და მისი ხასიათი ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებს ამ ურჯულოებთან ურთიერთობას“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა ახლა უკვე პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.
კომენტარები