თბილისში, რუსთავალის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. შელაპარაკება მოხდა პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს ლევან ხაბაიშვილს შორის.
აქტივისტები და ხაბაიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების გაშლას აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
“აქციას ჩაგატარებინებთ, მაგრამ კარავს არ დაგადგმევინებთო… კანონი წავუკითხეთ, ავუხსენით, მაგრამ ბრძანება აქვთ მიღებული…” – ამბობენ აქტივისტები.
აქტივისტების ინფორმაციით, ათობით ადამიანია დაკავებული და 2 დაშავებულია.
“როცა მოუნდებათ, ვინც მოუნდებათ, მაშინ აკავებენ, ხალხო. ხალხი მშიერია, ეკონომიკა ჩამოქცეულია ამ დროს” – გიორგი კაპანაძე
კომენტარები