საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან, კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.
ამის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტები კითხულობდნენ, კანონის რომელი მუხლის შესაბამისად არ ეძლევათ მათ ამის უფლება, რაზე პასუხიც ვერ მიიღეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებულია ათი პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
კომენტარები