საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ეს ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული.
ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში
და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი.
საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!
დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.
ესეიგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება?
სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების “ორდენი”…!
ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის – ღარიბაშვილს თუ კობახიძეს”
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა.
კომენტარები