ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტად მოიხსენია:
“ჯარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია, ეკლესია, პოლიცია, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ხელშეუხებელი.
მე ძალიან მწყინს და, რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ასე ვთქვათ, ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა აქვთ, ხანდახან უნდა გავმიჯნოთ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო მთავარი – საერთო ეროვნული იდეებისგან. არ შეიძლება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი პოლიციის, ჩვენი ჯარის და სახელმწიფო ინსტიტუტების”.
საკანონმდებლო ორგანომ დღეს ახალი პრემიერმინისტრი და მთავრობის განახლებული შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.
კომენტარები