სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“2013 წელი – მერაბიშვილი დააკავა ღარიბაშვილმა! მერაბიშვილიც მაშინ ისევე როგორც მელია შეგნებულად (გადარჩენის მიზნით) აირჩიეს ნაცპარტიის თავმჯდომარედ! უგულავაც ღარიბაშვილმა დააპატიმრა და ბაჩო ახალაიაც! და არცერთი მათგანი არ გამოუშვა!
ვუსმენ ღარიბაშვილის მონოლოგს სააკაშვილზე, ნაცებზე, მათ მოღალატეობრივ და სადისტურ ქმედებებზე და მიხარია, რომ ირაკლი ნაცების მიმართ თავის შეუპოვეობით და შეუწყნარებლობით დაუბრუნდა პრემიერ მინისტრის პოსტს! და რაც მთავარია ერთი წამით არ მეპარება ეჭვი რომ ნაცების პოლიტიკურ დასასრულს წინ აღარაფერი უდგას!
Ps ეს ადამიანი არის ნაცების იდეური მტერი! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ღარიბაშვილი იყო 100% ჩართული ნაცებთან ბრძოლაში არა 2014 ან 2017 წლიდან არამედ სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული!”
კომენტარები