“ენმ”-ის წევრი, ნუგზარ წიკლაური, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“კარი უკვე ირყეოდა – სულ ორი წუთი რჩებოდა სპეცრაზმის ოთახში შემოჭრამდე და ნიკა მელიას დაჭერამდე, როცა მისი ყვირილი გავიგე:
– ბოცო, ბოცო სად არის?
იქვე ვიყავი და რა იყო, აქ ვარ მეთქი…
– ფბ კადრებში მომეჩვენა, თითქოს დერეფანში იყავი და გული გქონდა ცუდადო, – მიპასუხა.
ორ წუთში შემოამტვრიეს კარი და წაიყვანეს; ყურში ჩამესმის, როგორ მკითხულობდა თავის განსაცდელამდე წუთით ადრე”
კომენტარები