პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“20:58 სთ…
დგახარ ქუჩაში. მშვიდობაა.
მოვიდა პოლიციელი.
დადგა შენს გვერდით, შენსავეთ.
მშვიდობაა.
20:59 სთ…
დგახართ გვერდიგვერდ, ერთნაირად.
მშვიდობაა.
21:01 სთ….
დგახართ გვერდიგვერდ, ერთნაირად.
პოლიციელი: – მოქალაქევ, ახლა, აქ დგომით თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული, რომლის საპირწონე გამოსასყიდი 2000 ლარია.
შენ: – ვტფ? 60 წამის წინ გვერდიგვერდ დგომით არაფერი შავდებოდა, ამ 1 წუთში რა შეიცვალა ისეთი, რომ ჩემი, აქ შენსავეთ დგომა კანონის დარღვევაა და ამ დროს, შენი, ჩემთან, ჩემსავეთ იმავე კანონის აღსრულება?
რა არსებითი, პრინციპული, მორალური, გონივრული, ქიმიური, ბიოლოგიური, მეტაფიზიკური, ლოგიკური სხვაობაა ჩვენ ორის დგომას შორის 20:59 სთ-სა და 21:01 სთ-ს განმავლობაში?
პოლიციელი: – შეგიძლიათ გაასაჩივროთ.
_________
სერიიდან: ტაში კუკური
პ.ს. ვისაც 9:00-ის მერე კომენდატის საათის არსებობა, პანდემიასთან რაიმე შემხებლობაში გგონიათ, წამშალეთ.”
კომენტარები