ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს ჩმორები ხომ მათ ზემოთ მდგომი ჩმორებით ბლატაობენ უბანში. და ის მთავრობასთან დაახლოებული ჩმორები, ხან კორცხელში რომ გზავნიან და ჩვეულებრივი განეცები არიან, ყველაზე სასაცილოები იცით, როდის ხდებიან – რაღაც რომ მოხდება და ეს მოძალადე სი@ები ბუჩქებში იმალებიან, სადარბაზოებში კი ქალებს ამორიგევებენ, იქნებ ჟურნალისტებს უთხრან, რა კარგი ,,ბავშვები არიან”, მხოლოდ საგუნდაოდ რომ ჩადიან ხოლმე უბანში…
ეს ძალად ძველი ბიჭები უცებ ,,ბავშვებად” რომ გადაიქცევიან და ეს ამბავი მთელ ქვეყანას დედამ, მამიდან, ბიცოლამ უნდა აცნობოს ტელევიზიით. ოღონდ ახლა გადაარჩინონ და ,,ბავშვიც” გახდება, მოგუნდავეც და ასე შემდეგ…
აბა, როგორ იკადრებდნენ უკნიდან მოპარვას, წაქცეულზე თავდასხმას, ქალზე დარტყმას, ბავშვის ისტერიკაში ჩაგდებას…
მოგუნდავე ბავშვები…
ჩვენ უფრო მეტნი ვართ, განუზომლად ძლიერებიც. ეს ქვეყანა ვერ წავა იმ გზით, მათ როგორც სურთ და ჰგონიათ.
ძალასობაზე ერთადერთი წამალი ჭრის – არაძალადობრივი პასუხი. მხოლოდ ეს მიდგომა კურნავს. როცა ამ პროფესიაში ხარ და ამ ქვეყანაში, მზადა ხარ მუშტისთვის, ჯოხისთვის, იარაღისთვის, ციხისთვის – ყველაფრისთვის. ეს შეგვაშინებს და დაგვთრგუნავს ჩვენ ?
პირიქით, შეუდარებლად გვაძლიერებს. ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ თავიანთი განცხადებებით აბულინგებენ ჟურნალისტებს. აი ვოლსკის ჰგონია, რომ რომელიმე ჟურნალისტს დათრგუნავს, თუ ზონდერს დაუძახებს ? ამ 20-22 წლის გოგო-ბიჭებს მიკროფონებით რომ ათენებენ და აღამებენ, მოუგებენ და წაართმევენ ქვეყანას პარლამენტსა და თუ ქუჩებში ჩაცუცქულები ? რომ იცოდეთ, როგორ ცდებით.
ქუჩაში ხელის მომქნევ ზომბებსაც ეშველებათ; ფეისბუქში რომ იქნევენ ხელებს, მათაც ეშველებათ; საერთოდ მთელ ქვეყანას მიეცემა შანსი. ბაჩოსაც ვუშველით და გურისაც, ეგენიც ჩვენები არიან.”
“შემოთვლას და თხოვნას თავი დაანებეთ, ფარჩაკებო. მოგენატრებათ გუნდაობა თქვენი საკითხი არ წყდება აქ. თქვენ ვერც გხედავთ.”
კომენტარები